საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილე დავით ფარცვანიასთან და ჩხოროწყუს მერთან ერთად გაეცნო. მუხურის ცენტრში, მაღალი კლასის, ევროპული სტილის 30 ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია “Mukhuri Resort”-ის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს “თორი სტუდიო” ასრულებს. ინვესტიციის ოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება.
ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება.
პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, იგეგმება ასევე მეორე, მაღალი სტანდარტების სასტუმროს მშენებლობა.
მუხურში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს
09/08/2019