დღეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა, მუხიანში საშემოდგომო რგვები დაიწყო. დასახლების ცენტრალური გზის გამყოფ ზოლში დაირგო 400 ძირი ჰორიზონტალური და ვერტიკალური კვიპაროსი, 100 ძირი მთის ნეკერჩხალი. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია: შპს “მწვანე სახლი” ასრულებს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად ვალდებულებას იღებს ოთხი წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს ნარგავები.
მუხიანში საშემოდგომო რგვები დაიწყო
07/11/2016