მუსიკალური ფესტივალი “ვიოლინოს გასაღები” დასრულდა

29/05/2019

ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 28-29 მაისს, მუსიკალურ ფესტივალ “ვიოლინოს გასაღები”-ს 10 წლის იუბილე აღინიშნა. ორდღიან ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოსწავლემ ჭოპორტის, მაღაროსკარის, ანანურის, ფასანაურის, ჟინვალის და დუშეთის სკოლებიდან. ღონისძიებას უძღვებოდა კულტურის სახლის დირექტორი თამარ მოზდოკელი, რომელმაც ჟიურის გადაწყვეტილებით, საჩუქრები და დიპლომები გადასცა შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულებს: გრანპრი – თამარ წოწკოლაური და ფასანაურის საჯარო სკოლის გუნდი; პირველი ადგილი – სოფია როშნიაშვილი, ირაკლი ჭინჭარაული, ლიკა ჭონქაძე; მეორე ადგილი – ალექსანდრა მავრომატი და ჟინვალის სტუდია; მესამე ადგილი – მარიამ დავითური და ანანურის სკოლის გუნდი; მაყურებლის სიმპატია – ალექსანდრა მავრომატი, თამარ წოწკოლაური; ჟიურის სიმპატია – მარიამ ნაზღაიძე, ირაკლი ჭინჭარაული, ლიკა ჭონქაძე; არტისტიზმი – ალექსანდრა მავრომატი, ლიკა შაღაშვილი. ფესტივალს დაესწრნენ მერიის კულტურის სამსახურის და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0