სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სოფელ ანში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 800 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ქალაქ ვალეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ერთ კოლომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების საძელისა და ყულალისის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გზის 1822 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი ეწყობა. აგრეთვე, ქალაქ ახალციხეში საფარის ქუჩაზე, სამხედრო ნაწილთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და შედეგად 16 კილომეტრამდე სიგრძის გზა ეწყობა. ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ფოცხოვზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში 80 მ სიგრძისა და 5,1 მ სიმაღლის ახალი რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი საყრდენი კედელი ეწყობა. სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.
მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
12/12/2022