მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს

Wednesday November 24th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, შოთა რუსთაველის ძეგლი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა ოფიციალურად გახსნეს. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, “ეტალონის“ იდეის ავტორი და წამყვანი, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.
“შოთაობა – 2021“-ის ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში “ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, თამარის გრაგნილი და ფოტო-ექსპოზიცია იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველი წლის ამ დროს თემატური აქტივობებით აღინიშნება.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ღონისძიების იდეის ავტორსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, რუსთაველის შემოქმედების მთავარ ღირებულებებზე ისაუბრა და რეგიონის მულტიეთნიკურობიდან გამომდინარე, ინტეგრაციის პროცესში, დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის ფილოსოფიის აქტუალობაზე გაამახვილა ყურადღება.
რუსთაველის ძეგლი მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში განთავსდა, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ურბანული განახლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება. აღსანიშნავია, რომ ძეგლის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0