ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ, გუშინ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგი გაუწია. კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსანტიამდე დამაკავშიორებელი გზის მშენებლობა დაწყებულია და სამ თვეში მობეტონებული სრულიად ახალი გზით ორი სოფლის კოკისა და ორსანტიის მაცხოვრებლები ისარგებლებენ. გზის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის გაყვანა. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი როგორც, მუნიციპალური ასევე ,სხვა სატრანსპორტო გზები წლების მანძილზე ამორტიზირებული იყო და საფრთხეს უქმნიდა გზით მოსარგებლეებს. მშენებლობა გზის 500 მეტრზე მიმდინარეობს, მისი სიგანე 5 მეტრია. ამ ეტაპზე, გზას მოხრეშვითი სამუშაოები უტარდება და მზადდება ბეტონის საფარის დასაგებად. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. მისი ღირებულება 800 000(რვა ასი ათასი) ლარს შეადგენს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მონიტორინგი გაუწია დარჩელის ადმინისტარიულ ერთეულში, ტელმანის უბანში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2300 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს. ბეტონის საფარი კი რომლითაც ამორტიზირებული გზა უნდა დაიფაროს 18 სანტიმეტრი იქნება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 600 000 (ექვსასი ათასი)ლარით დაფინანსდა.
ედიშერ თოლორაიამ სოფელ ნაცატუში წყლის მომარაგების პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარეობა შეამოწმა.
„ამ ეპოქაში სამწუხაროდ წყლის მომარაგებისა და გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გვიხდება. ცენტრალური გზების უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაში დაგვხვდა. რომ არაფერი ვთქვა შიდა საუბნო გზებზე. 50 წელი ამ გზებზე არავის უზრუნვია.ავტოსაგზაო შეთხვევების დიდი მაჩვენებლებიც ფიქსირდებოდა. მუნიციპალიტეტმა დაისახა მიზნად და უფრო მდგრადი და უფრო მაღალი გამძლეობის გზის მშენებლობები დავიწყეთ. 2015 წელს 7 გზის დიდი პროექტი განხორციელდა მიმდინარე წელს კი 4 გზის სამშნებლო სამუშაოებია დაწყებული.“ განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამშნებლო სამუშაოები გადაამოწმა
19/05/2016