მუზეუმების საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის გამგებებლმა ტარიელ თუთარაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებს მიულოცეს. ტარიელ თუთარაშვილმა თვითმმართველობის სახელით მათ სამადლობელი ბარათი გადასცა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში. მუზეუმების გაერთიანება მუნიციპალიტეტში ორ სივრცეს აერთიანებს, მხარეთმცოდნეობისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის მუზეუმებს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, მე – 19 საუკუნის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები. ცნობილი ქართველი მსახიობის მემორიალურ ბინა – მუზეუმში კი ექსპონირებულია მსახიობის პირადი ნივთები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა
18/05/2016