მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11/01/2024

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამების მიმდინარეობას, სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს, არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებს.
დავით ნოზაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, პროექტების თაობაზე, აქტიური კომუნიკაციისათვის მადლობა გადაუხადა და კვლავ კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაციის არსებობა. თვითმმართველობის წარმომადგენლები ინტენსიურად უნდა ეცნობოდნენ იმ საჭიროებებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, რათა ეტაპობრივად, რესურსებიდან გამომდინარე, შევძლოთ პრობლემური საკითხების მოგვარება. ასევე, უმნიშვნელოვანესია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულება, რისთვისაც მონიტორინგის პროცესში ყველა მხარის აქტიური ჩართულობაა საჭირო,“ – აღნიშნა დავით ნოზაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა ა(ა)იპ “ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” პრეზენტაცია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და შემაჯამებელი ანგარიში. რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ა(ა)იპ-ის დირექტორმა გიორგი ატაშვილმა განიხილა როგორც გასულ წლებში განხორციელებული, აგრეთვე – დაგეგმილი პროექტები. საუბრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2024 წელი მცხეთა-მთიანეთისათვის, სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების კუთხით, კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერი იქნება, რისთვისაც ყველა შესაბამის უწყებასთან ინტენსიურ და აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და წარმომადგენელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0