მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს

29/10/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადება, რომლის მიხედვითაც მომავალში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამების განსაზღვრა მოხდება. დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების მიხედვით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ექსპერტულ დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შერჩეული ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ექსპერტები გაუწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0