მუზეუმში სამეცნიერო-მხატვრული კონფერენცია გაიმართა

25/05/2016

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სამეცნიერო-მხატვრული კონფერენცია გაიმართა, რომელიც 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესა და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 98-ე წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებას დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, მისი პირველი მოადგილე ზვიად მაჩაბელი, მოადგილე ირაკლი ჭელიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები, ქალაქ გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ზურაბ ხაჩიძე და მუნიციპალიტეტში არსებული რამდენიმე სკოლის დირექტორი. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ პოეტი ერეკლე საღლიანი და საქართველოს ეროვნული მიზეუმის წარმომადგენელი ელდარ ნადირაძე.
გარდაბნის მუზეუმის გიდმა სტუმრებს უნიკალური ექსპონატები დაათვალიერებინა, შემდეგ კი ანსამბლ „ბეთანიის“ წევრებმა რამდენიმე სიმღერა და ცეკვა შეასრულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0