მუზეუმების საერთაშორისო დღეს ბოლნისიც შეუერთდა

22/05/2016

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით აქცია ,,ღამე მუზეუმში“ მოეწყო, რომელსაც ბოლნისიც შეუერთდა.
21 მაისს ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გერმანელი ეთნოგრაფის მაქს ტილკეს კავკასიის ხალხთა კოსტიუმების ექსკიზების გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრების შესახებ ხელოვნებათმცოდნე რუსუდან მეფარიშვილმა ისაუბრა.
რუსუდან მეფარიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე:
_ წარმოდგენილი არის მაქს ტილკეს კავკასიური ექსპედიციის შედეგად შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც დაბეჭდილია სპეციალურად ასეთი მოძრავი გამოფენისთვის იმ პრინციპით, რომ ვინც ვერ მოდის მუზეუმში ჩვენ მივდივართ მათთან. ეს მოძრავი გამოფენის პრინციპი მუშაობს 2007 წლიდან, რომლის საშუალებითაც მოვიარეთ ჯავახეთი, ქართლი, კახეთი, აჭარა და დღეს ვიმყოფებით ბოლნისიში.
თეონა აბრამიშვილი, ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების უფროსი:
_ მუზეუმების საერთაშორისო დღეს ვუერთდებით ჩვენც, რომლის ფარგლებშიც დღეს ბოლნისის მუზეუმი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს, დილის 10 საათიდან ღამის პირველ საათამდე ღიაა და ელოდება დამთვალიერებელს. აქ წარმოდგენილია ულამაზესი და ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრები რომელსაც ვფიქრობ, უნდა გაეცნოს რაც შეიძლება ბევრი მოსწავლე. ფოტოები ჩვენთან დარჩება 26 მაისის ჩათვლით, 26 მაისს კი გამოფენა მოეწყობა ღია ცის ქვეშ დამოუკიდებდობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0