მტირალას-ეროვნულ პარკში მოსაწესრიგებელია 11 კილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურა

12/09/2017

მტირალას ეროვნული პარკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხელვაჩაურის №72 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ნაკაშიძე არსებულ ვითარებას გაეცნო. ვიზიტის უმთავრესი მიზანი ახალი ტურისტული მარშუტის შექმნა , დაცული ტერიტორიების განვითარება და ხელვაჩაურში ტურიზმის პოპულარიზაცია არის. ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის ტურზიმის დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობა. ადგილზე სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ პირველ რიგში მტირალას-ეროვნულ პარკში მოსაწესრიგებელია 11 კილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და ყოროლისთავის მიმართულებით საცალფეხო ბილიკების მოწყობა.
ბატონი ილია ნაკაშიძის განცხადებით : „ ნაბიჯ- ნაბიჯ, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად იგი აჭარის მთავრობასთან ერთად მზად არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მტირალას მთაზე ტურიზმის განვითარების მიზნით იმუშავოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პირველ რიგში ადგილობრივმა და უცხოელ ექსპერტებმა გენერალური განვითარების გეგმა უნდა შეიმუშავონ“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0