სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ჯ.ზ. ცალი ფეხით ჩაჯდომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და წუთში 73 ჩაჯდომა განახორციელა. სპორტული ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მსაჯები და მსჯავრდებულებიც ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიების დასასრულს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ მსჯავრდებულ ჯ.ზ – ს მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის სერთიფიკატი გადასცა.
მსჯავრდებული ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
21/02/2017