თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს შეხვდა.
ლეილა აფციაურმა გიორგი ალიბეგაშვილს ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა მიერ ,,ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე პროექტისთვის -„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ სპეციალურად შექმნილი ნახატები გადასცა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წარმოდგენილი რამდენიმე ნამუშევრიდან ერთი საუკეთესო საკრებულოს მხარდაჭერით შექმნილ წიგნში შევა.დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ორგანიზებით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა წიგნი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს სახელისა და გვარის მითითებით ,,ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფის გადაწერის შესაძლებლობა მიეცა. ასევე აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ,,ვეფხისტყაოსნის’’ თემატიკაზე სპეციალურად შექმნილი რამდენიმე ნამუშევარი ცნობილმა მხატვრებმა წარმოადგინეს.
მსჯავრდებულთა მიერ შესრულებული ნამუშევრები საკრებულოს პროექტისთვის „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა
30/08/2016