მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება – მსოფლიო რბენა – Wings for Life World Run ჩატარდა. საქართველოში მარათონი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
15:00 საათზე მარათონმა სტარტი ლოპოტას ტბის გადასახვევიდან აიღო. რბენაში მონაწილეობა 7000-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ. მასშტაბურ მარათონში სამინი
სტრო საკუთარი გუნდით იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები ქართველი მორბენლები – გაიანე უსტიანი (32,53კმ) და ლევან ჩოხელი (53,787კმ) გახდნენ. ეტლით მოსარგებლეთა შორის საუკეთესო შედეგი თეა ბოლქვაძემ (13,5 კმ) და გიორგი ლომთაძემ (32,2 კმ) დააფიქსირეს.
2019 წელს მსოფლიო რბენა გაიმართა 72 ქვეყნის 323 ლოკაციაზე. ჯამში, 120 000-მა მონაწილემ დაფარა 1,103,276 კმ, ხოლო ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის 3,5 მილიონი ევრო შეგროვდა და შემოწირულობები ისევ გრძელდება.
მსოფლიო რბენა – Wings for Life World Run ჩატარდა
06/05/2019