მსოფლიო მასშტაბით ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, 2015 წლის ბოლოს, პირველად მსოფლიო ისტორიაში, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა და 65,3 მილიონი შეადგინა.
კომისარიატის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ რაოდენობიდან 21,3 მილიონი ადამიანი ლტოლვილი, 40,8 მილიონი- იძულებით გადაადგილებული პირი, კიდევ 3,2 მილიონი – თავშესაფრის მაძიებელია.
65,3 მილიონი ადამიანიდან ნახევარზე მეტი სომალის, ავღანეთისა და სირიის მოქალაქეა.
გაერო-ს მონაცემებით, ამგვარად, დედამიწის ყოველი 113-ე მცხოვრები ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი ან დევნილია, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.
მსოფლიო მასშტაბით ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
20/06/2016