მსოფლიო ბანკი გარემოსდაცვით პროექტებს დააფინანსებს

25/01/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მსოფლიო ბანკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების მენეჯერს კულსუმ აჰმედს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული ერთობლივი პროექტები შეაჯამეს. ასევე, განიხილეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სატყეო სექტორის განვითარების, კლიმატის ცვლილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. პროექტის მენეჯერის განცხადებით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, ამ მიმართულებებში იყოს ლიდერი და ინოვატორი სამხრეთ კავკასიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0