„მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 40 მილიონი დოლარით დააფინანსოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – იგივე Log in Georgia, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ტექნიკურად რთულად მიღწევად დასახლებებში გვექნება ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი, მაღალი ხარისხის ინტერნეტი“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაშორებულია მათი საცხოვრებელი ადგილი მსხვილი ქალაქებიდან, მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის ინტერნეტს.
„ეს პროექტი არამხოლოდ ზრდის ინტერნეტით სარგებლობას, არამედ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რადგან განსაკუთრებით კოვიდისა და შემდგომ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის რეჟიმი, დიჯიტალიზაცია და აქედან გამომდინარე, ეს ახალი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის სახლიდან გაუსვლელად იყვნენ დასაქმებულები.