მოხისი-კოდავარდისუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

14/06/2017

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა მოხისი-კოდავარდისუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები. მოხისი-კოდავარდისუბნის 5 კმ-იანი გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის 3 სოფლის 2100 მოსახლეს,სოფელ მოხისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას.აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და ღირებულება შეადგენს 1 318 000 ლარს.გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია..სამუშაოებს ახორციელებს შპს „იბოლია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0