მოხალისეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია

23/05/2016

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სპორტისა და ახაგაზრდობის სამინისტროს ახალი პროექტის “მოხალისეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მოხალისე” პრეზენტაცია ჩატარდა.
პროექტი შეკრებილებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის თანამშრომლები, რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 64 მუნიციპალიტეში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული მოხალისე, რომელთა ასაკი 17-დან 25 წლამდე იქნება. ერთი მუნიციპალიტეტიდან 2 მოხალისის შერჩევა მოხდება, შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ “საქართველო მოხალისის” სტატუსს. პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გაიარონ 5 დღიანი ტრეინინგ-სემინარები, ასევე მონაწიელობას მიიღებენ სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებში და ჩაერთვებიან საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში.
პროგრამაში მონაწიელობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე youth.gov.ge/home
რეგისტრაციის გავლა შესაზლებელია 31 მაისის ჩათვლით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0