მოქმედი მინისტრების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის განხილვა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს

05/04/2016

მოქმედი მინისტრების საარჩევნო პროცესში ჩართვა და მათი სიაში ყოფნა მხოლოდ ჰიპოტეტური აზრებია, რომელთაგან არც ერთი არ დასტურდება, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ყოველ შემთხვევაში, მე ამას ახლა არ გიდასტურებთ. ამ ეტაპზე აღნიშნული თემების განხილვა არ მიმდინარეობს. ჰიპოტეტურად კი ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება თქვა, რომ ის საარჩევნო სიაში იქნება. ამასთან დაკავშირებით ბევრი ლოგიკური ანალიზი წამიკითხვას, მაგრამ ამ ანალიზებს საფუძველი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც ამის თაობაზე გამოვაცხადებთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება არჩევნებში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას და მის სახელისუფლო პარტიის საარჩევნო სიის სათავეში ყოფნას, ვოლსკის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერია, რაც პარტიის ყრილობაზე საბოლოოდ დადასტურდება და მას “საარჩევნო სიის სათავეში ხედავს”.

“წინასაარჩევნო პერიოდში კი, არ იქნება მისაღები, არჩევნებში მონაწილეობის გამო პრემიერი გადადგეს, შედეგად დაიშალოს მთავრობა და მოკლე ვადაში, პრეზიდენტი ახალი მთავრობის წარდგენის ვალდებულების წინაშე დადგეს და ამ პერიოდში ქვეყანა ოფიციალური მთავრობის გარეშე იყოს. გიორგი კვირიკაშვილის სიის პირველი ნომრად ყოფნის შემთხვევაში, კანონით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოების წინაშე ელემენტარული ვალდებულების შესრულება – იყოს ხელისუფლების სტაბილურობა. სხვა არავითარი დამატებითი უპირატესობა ამას არ აქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომა პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0