მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

03/03/2023

გიორგი დოხტურიშვილი რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულების გახსნას დაესწრო.

“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სახით, ქალაქს უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება შეემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მივესალმები მსგავსი ტიპის სამედიცინო დაწესებულებების გახსნას რეგიონში და წარმატებებს ვუსურვებ სამედიცინო ცენტრის გუნდს მომავალ საქმიანობაში“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა:
დიაგნოსტიკური კვლევები;
ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება.
ცენტრში ფუნქციონირებს:
თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური ქირურგიის, თორაკალური ქირურგიის, ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილება;
დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ გახსნას რწმუნებულთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ლიანა ჭუმბურიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი მამუკა ხელაია, კლინიკის ხელმძღვანელი, კოტე მარდალეიშვილი და კლინიკის დირექტორი, კობა კოკნაველიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0