„თავისუფალი დემოკრატები” მმართველ გუნდს მოქალაქეებისთვის უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობენ.
მათ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს საგადასახადო კოდექში ცვლილებების პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც პროექტის ავტორმა დავით ონოფრიშვილმა დღეს განმარტებები გააკეთა.
მისი თქმით, კანონპროქტის ამოქმედების შედეგად, ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან, ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებული შიდა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტს შესაძლებლობა მიეცემა, მის მიერ ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს.
„ეს შესაძლებელი გახდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათების დაწესებისმეშვეობით. ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ფიზიკური პირებისთვის სასესხოვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი საშემოსავლოგადასახადისგან გათავისუფლდება (მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული თანხაფიზიკური პირისთვის შემოსავალს წარმოადგენს, რაც გადასახადით დაბეგვრასექვემდებარება). არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტების მიერ,ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ან უიმედო ვალადაღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიებისშემთხვევაში, ნაპატიები სესხი კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრასექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით, ბანკები ამ გადასახადისგანგათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს.კანონპროექტით, სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირება ხდება და კომერციულბანკებს უფლება ენიჭებათ საკუთარი, შიდა კრიტერიუმების მიხედვით, ფიზიკურპირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები ჩამოაწერონ.
მოსახლეობას სესხების გასტუმრებაში პრობლემები 2008 წლის ომმა, ფინანსურმაკრიზისმა შეუქმნა და არც შემდგომი წლები იყო ამ თვალსაზრისით მარტივი. ასეთმდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ძალიან ბევრ ქვეყნებში ეხმაურებიან. არსებობსსხვადასხვა სახის სახელმწიფოებრივი ჩარევის, რეგულაციების მაგალითები, რათასაკუთარი მოსახლეობა მდგომარეობიდან გამოიყვანონ“, – განაცხადა დავითონოფრიშვილმა.