ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო სუხიაშვილი ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგ ნონა ტეფნაძის ინიციატივით ამავე სკოლის მეცხეკლასელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეთათვის გენდერული თანასწორობის საკითხების გაცნობა იყო. მოსწავლეები გაეცნენ იმ საერთაშორისო და ადგილობრივ მექანიზმებს რაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას.
შეხვედრაზე იმსჯელეს CEDAW კონვენციის, გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონების თაობაზე. გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ საკითხის უფრო ღრმად გასაცნობად, გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
მოსწავლეები გაეცნენ საერთაშორისო და ადგილობრივ მექანიზმებს, რაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას
07/11/2019