მოსული ვარ იმ განწყობით, რომ ძალიან კონსტრუქციულად განვიხილოთ როგორც თქვენი შენიშვნები, ასევე გვაქვს ის განწყობაც, რომ გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სამთავრობო პროგრამა წარადგინა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგაცნოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, ასევე გესაუბროთ ზოგიერთი უკვე დასრულებული საქმის შესახებ და ასევე მნიშვნელოვანია მოვისმინო თქვენი მხრიდან შეკითხვები, რეკომენდაციები. მოსული ვარ იმ განწყობით, რომ ძალიან კონსტრუქციულად განვიხილოთ როგორც თქვენი შენიშვნები, ასევე გვაქვს ის განწყობაც, რომ გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, თუ ეს კონსტრუქციულ ჩარჩოში წარიმართება და მე ამის დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.