მოსკოვი თურქეთში, სომხეთსა და ყაზახეთში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის საზღვრებთან „ტურბულენტობა“ მოსკოვში შეშფოთებას იწვევს.
მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სამივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
„რა თქმა უნდა, ასეთი ტურბულენტობის გამოვლინებები ჩვენს საზღვრებთან შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვს სურს, რომ მისი მეზობელი ქვეყნები სტაბილური, აყვავებული და პროგნოზირებადი იყვნენ.