ქვემო ქართლის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში, ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.
რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივების მიერ, კრებებზე დასახელებული პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. კრებას ასევე მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე, თემურ შუბითიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი ესწრებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
14/02/2024