სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ელიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო. შეხვედრაზე, სოფლების – ანის, ჭვინთისა და ელიაწმინდის მცხოვრებლებმა დასახლებების საჭიროებებზე გაამახვილეს ყურადღება და ხმათა უმრავლესობით ის პროექტები შეარჩიეს, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია. მოსახლეობასთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024” სამცხე-ჯავახეთში 23 იანვარს დაიწყო. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს თვის ბოლომდე გააგრძელებენ და ეტაპობრივად ყველა სოფელში გაიმართება.
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
08/02/2024