გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბესიკ ტაბიძესთან ერთად, სოფელ ნინოშვილის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივები, მშენებარე ავტობანის, გრიგოლეთის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე, მომუშავე კომპანია „ბორანის“ კუთვნილი მძიმეწონიანი მანქანების, გზაზე გადაადგილების შეზღუდვას ითხოვდნენ.
“მოსახლეობასთან ერთად საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ორივე მხარის ინტერესი აუცილებლად იქნება დაცული. ჩვენ, ამ საკითხზე უკვე დავიწყეთ მუშაობა, მოვიწვევთ გეოლოგებს და არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება,“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
შეხვედრას დაესწრნენ გზების მოვლა-შენახვის კონტრაქტორი და აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები.