მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით

29/12/2022

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები მოინახულეს, საშობაო ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, თუშეთის მიმართულებით რეგულარულად ასრულებს ავიარეისებს და მოსახლეობის ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0