მომდევნო კვირიდან დიდი ალბათობით, საქმიანობას გააგრძელებენ საგამოფენო სივრცეები

30/06/2020

მომდევნო კვირიდან დიდი ალბათობით, საქმიანობას გააგრძელებენ საგამოფენო სივრცეები, ასევე დაშვებული იქნება ტრენინგებისა და კონფერენციების მოწყობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავან მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით ჩვენი მოქალაქეებისთვის ტრენინგების, კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრების ჩატარების მოთხოვნა იყო.

„ჩვენ ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ სასტუმროების ეს მოთხოვნა რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს მოხდება წესების სრული დაცვით. პრაქტიკულად ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებულ პროტოკოლებს მცირე დაზუსტება დასჭირდება და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს ტრენინგ-პროგრამები გაგრძელდეს და ასევე სასტუმროებს დავეხმარებით, რომ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო საქმიანობას რაც შეეხება, აქაც გახსნა მოხდება ასევე წესების დაცვით“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0