მომავალი წლისთვის, შესაბამის უწყებებთან ერთად, მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ

16/09/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ დუშეთისა და სოფელ არაგვისპირის საჯარო სკოლებს და საბავშვო ბაღებს ესტუმრა. შალვა კერესელიძემ მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

„მინდა, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს დღევანდელი დღე მივულოცო და ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო. მოხარული ვარ, რომ ბევრი მათგანი განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს და განათლებას კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს. სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით, მომავალი წლისთვის, შესაბამის უწყებებთან ერთად, მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

მიმდინარე წელს, რეგიონში, საჯარო სკოლების, სკოლა-პანსიონებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-კეთილმოწყობა ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში სამუშაო პროცესი სწავლის პარალელურად გაგრძელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0