მოვუწოდებ, ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს

18/02/2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას მოუწოდებს, კანონს დაემორჩილოს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაპატიმრება მოხდება.

„მოვუწოდებ, ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და სრულდება კანონით გათვალისწინებულ, უმოკლეს ვადებში“,- აღნიშნა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0