საქართველოს პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს – „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს – „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის დამტკიცების თაობაზე“ განიხილავენ. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. პლენარულ სხდომაზე განიხილავენ საორგანიზაციო საკითხებსაც, ესენია: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანება, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემულ ღონისძიებებს უფრო კონკრეტულად განსაზღვრავს. ბიუროს სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის საგანგებო სესიის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმის თაობაზე“.
„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტი გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომები, საჭიროებისამებრ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაიმართება. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წევრებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხის მრავალპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.