მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პირველკლასელებს ექნებათ საშუალება იაკობ გოგებაშვილის გენიალური ქმნილებით მიიღონ განათლება სკოლებში

16/09/2019

„მინდა განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე პირველკლასელებს და მათ მშობლებს. ისინი ჩვენი ავტორობით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე სკოლებში შესული იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ მიიღებენ განათლებას“, – ასე მიულოცა საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება.

ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ კანონი, რომელიც, ზაზა გაბუნიას და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის მიერ მომზადდა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, პირველკლასელებს საშუალებას მისცემს განათლება იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ მიიღონ.

„მე ვფიქრობ, ეს არის განსაკუთრებულად აღსანიშნავი ფაქტი ამ სასწავლო წლისათვის, რამდენადაც ჩვენს პირველკლასელებს, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მოსწავლეებს ექნებათ საშუალება იაკობ გოგებაშვილის გენიალური ქმნილებით მიიღონ განათლება სკოლებში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0