დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრა გამართა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის კვლევებისადმი მიძღვნილი კვლევითი ინსტიტუტის, ევროპის პოლიტიკური ანალიზის რუსული პროგრამის დირექტორთან, რუსეთის პოლიტიკის მკვლევართან, ბრაიან უიტმორთან. შეხვედრის მიზანს თემატური მოკვლევის ჯგუფისთვის რუსული პოლიტიკის კერძოდ, დეზინფორმაციის საკითხებზე ცოდნის, გამოცდილების და რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაში, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილიდა გიორგი ხატიძე მონაწილეობდნენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც აკუმულირებულია აკადემიურ წრეებში რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ეს ქვეყანაზე ზემოქმედების შედარებით ახალი ფორმაა. საინტერესოა გავიგოთ ამ მიმართულებით რა კონკრეტული მაგალითები არსებობს, რომლის ანალოგი შეიძლება მოვძებნოთ საქართველოსთან, როგორ ვებრძოლოთ ამ გამოვლინებებს და რა შიდა სისტემები შეიძლება ჩამოყალიბდეს იმისთვის, რომ ამ პროპაგანდის საწინააღმდეგო ქმედებები იყოს საკამოდ ეფექტური“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.