მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაიდოს, მაგრამ აუცილებელია წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართველმა ხალხმა დაუჭიროს მხარი, — ამის შესახებ ირმა ინაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, დღეს გამართული საკონსტიტუციო კომიიის პირველ სხდომაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
”ჩვენ როგორც იცით, ორი წევრით ვართ ამ კომისიაში წარმოდგენილი, ორ სხვადასხვა ჯგუფში ვიმუშავებთ მე და ქალბატონი ნატო ჩხეიძე. მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ამიტომ საჭიროა ყურადღების მაქსიმალური მობილიზება და რაც მთავარია, ხალხის მოსაზრებების გათვალისწინება. აქ ითქვა, რომ იქნება საერთო, სახალხო, საყოველთაო განხილვა. მე სწორედ ამ მიმართულებით დავინტერესდი, რა ფორმატი იქნება შემოთავაზებული. მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაიდოს, მაგრამ აუცილებელია ქართველმა ხალხმა განიხილოს წარმოდგენილი ცვლილებები და ქართველი ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს ამ ცვლილებებს. მე ამ მიმართულებითაც აქტიურად ვიმუშავებ”, — განაცხადა ინაშვილმა.