მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ხოლო გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები
14/12/2016