მკურნალობის პროცესი, მრავალპროფილურ კლინიკაში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ წარიმართება

26/07/2023

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. საბჭომ, დარგის სპეციალისტების მიერ დამტკიცებული, აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლის სტატუსი განიხილა, რომელიც ფიზიკურ თერაპიას, მედიკამენტურ, ორთოპედიულ, ქირურგიულ და სხვა სახის მკურნალობას მოიცავს. შეხვედრაზე განიხილეს და მოიწონეს მედიკამენტის დანერგვის 2023- 2024 წლის გეგმა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ მკურნალობის პროცესი, მრავალპროფილურ კლინიკაში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ წარიმართება. პროცესში ჩასართავად კი აუცილებელია, მშობლებისგან წერილობითი, ინფორმირებული თანხმობის მიღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0