საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან საქართველოში, მარიან ივანუსასთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობა. საუბარი შეეხო საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს და ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, აღინიშნა ამ პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის როლი.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ივანუსას დანიშვნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის პოზიციაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრის ბოლოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
მიხეილ ჯანელიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა
11/10/2016