საქართველოსა და შრი-ლანკას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჯანელიძისა და მანგალა სამარავირას შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის საერთო ინტერესები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და შრი-ლანკას მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რაც ხელს უწყობს ორივე ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციების განვითარებას და მათ მნიშვნელოვან რეგიონალურ დატვირთვას.
მიხეილ ჯანელიძე შრი-ლანკას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
23/09/2016