მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა

31/03/2017

​საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონს ეწვია. მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვანში გაემგზავრება, სადაც ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობას, ვანის მოსახლეობას, სასულიერო პირებს, იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდება.
იმერეთის რეგიონში სტუმრობისას საგარეო საქმეთა მინსიტრი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) -ის ფარგლებში დაფინანსებულ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს მოინახულებს. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის ბიუჯეტი 102 მილიონი ევროს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0