საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან, რომელიც საქართველოს „ამბასადორიალი 2016“-ზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მიზნით ესტუმრა.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ პიტერ სიიარტოს ვიზიტი და მონაწილეობა ამბასადორიალზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის არსებულ გამორჩეულად მეგობრულ და დინამიურ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილესორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ისგამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი ევროპა.
მხარეებმა დააფიქსირეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომიგაღრმავების, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების სურვილი. ამ მხრივ, ხაზი გაესვა „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ” შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ახლო მომავალში დასრულების აუცილებლობას.ყურადღება ასევე გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის,განათლების და მეცნიერების სფეროებში,თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.
პიტერსიიარტომხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ერთგული რჩება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ისევე როგორცევროპასთან უვიზო მიმოსვლის დროულად ამოქმედების მიმართ.