მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

22/12/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ვიგენ სარგსიანთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მინისტრებმა დაადასტურეს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მზაობა აღნიშნული ურთიერთობების გაგრძელების თაობაზე. მინისტრებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0