მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

09/03/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.
შეხვედრისას განხილულ იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი პროცედურების განხორცილების საქმეში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0