მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

05/04/2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იან კელის. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს და შეაჯამეს მიმდინარე წლის 20-23 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში გამართული სამუშაო ვიზიტის შედეგები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 4 აპრილს, ქ. ვაშინგტონში გამართული საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო სუამი-აშშ-ის ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის საკითხს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0