ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. დუნია მიატოვიჩმა ხაზი გაუსვა თავისუფალი და პლურალისტული მედიის მნიშვნელობას და აღნიშნა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რომელიც სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა დუნია მიატოვჩის საქართველოში მედიის განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისთვის და დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან.
მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა
09/12/2016