მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

03/11/2016

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე კელტჩევსკისთან გამართული გამოსამშვიდობებელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა OSCE/ODIHR-თან მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნული ინსტიტუტის რეკომენდაციების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს წარმომადგენლებს არჩევნების ორივე ტურის მონიტორინგის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და საარჩევნო პროცესების დადებითი შეფასებისათვის.
აღსანიშნავია, რომ OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0