მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის სახალხო პარტიის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

16/09/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის სახალხო პარტიის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებთან სანდრა კალნიეტთან (ლატვია, EPP) და ანდრეი გრჟიბმასთან (პოლონეთი, EPP), რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და განხორციელებული მრავალი რეფორმა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ევროპულ გზას. ევროპარლამენტარებმა ცალსახად დაადასტურეს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი და აღნიშნეს, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასასრულს საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება და მზაობა არჩევნები წარიმართოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0