ბრიუსელში გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა, რომელსაც უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი.
მინისტერიალში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვსი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტერიალს ასევე დაესწრებიან ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს
23/05/2016